[ზურაბიშვილი] არ აჟღერებს იმ საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულია დღეს და ლაპარაკობს იმას, რაც მის დამკვეთებს, მის პატრონებს სჭირდებათ. ეს არ არის ქვეყნის ინტერესების მსახურება, ეს არის, პირდაპირ ვიტყვი, ქვეყნის ინტერესების ღალატი, როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყანას აქვს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
ჩვენ დავუშვით შეცდომა იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა გამაერთიანებელი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისა და იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში, არა გერმანიაში და არა სხვაგან.
თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, სოზარ სუბარმა.
6 თებერვალს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა.