სუბარი: ასეთი ერთსულოვნება ქართველის ხალხის, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ

ქვეყნის მტრებზე ხალხის სიმრავლითა და ერთსულოვნებით თბილისის დღევანდელ აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი 2012 წლის მასშტაბურ გამოსვლას ადარებს. როგორც მან განაცხადა, ეს სიმრავლე იქნება იმის გარანტია, რომ საქართველო გაიმარჯვებს.

“თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო და ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელია. აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც ჩვენი ბედი არ აინტერესებთ. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ – ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და ამ იდეას, მოწოდებას მივყვებით დღეს. ამდენი ხალხი, რაც დღესაა შეკრებილი, ასეთი ერთსულოვნება ქართველის ხალხის არ მახსოვს არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს ერთსულოვნება იქნება ზუსტად ის, რაც გაიმარჯვებს ქვეყნის მტრებზე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს