სუბარი ასახელებს თარიღს, როდის შეუწყვეტენ გახარიას პარტიელებს დეპუტატების მანდატებს

“ქართული ოცნების” განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში არ შევლენ, მათ მიმდინარე წლის მაისში მანდატებს შეუწყვეტენ. ამის შესახებ სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი გახარიას პარტიას 2024 წლის ს შედეგების საფუძველზე პარლამენტში 12 მანდატი ეკუთვნის. თუმცა გახარია დანარჩენი ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მსგავსად არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მის შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. განსხვავებით სხვა ოპოზიციისგან, გახარიას პარტიას მანდატებზე გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად სხვებისგან განსხვავებით მათი მანდატები ჯერ გაუქმებული არ არის.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ არსებული წესის მიხედვით, როდესაც მანდატის მქონე დეპუტატი პარლამენტში გააცდენს მორიგი, ანუ საგაზაფხულო სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მას მანდატი გაუუქმოს.
“თქვენი ეთერიდან ვიძლევი პირობას, რომ მათ მანდატებს შევუწყვეტთ!”, – განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ ის დარწმუნებულია, რომ გახარიას პარტია ამის გამო პარლამენტში შევა.
მისი თქმით, შემოსვლა ახლაც უნდათ, მაგრამ ეშინიათ დანარჩენი ოპოზიციის ბულინგის.
“აი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, ისე დავინახავთ როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში”, – აცხადებს სუბარი.
პარლამენტში დეპუტატების ყოფნა/არყოფნა ასევე მიბმულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რომელსაც პარტია საქართველოს მოქალაქეების მიერ შეგროვებული ბიუჯეტიდან პოლიტიკური საქმიანობის წარმოებისთვის იღებს დაფინანსების სახით.
გიორგი გახარიას არაერთგზის აქვს გაცხადებული, რომ ის არ აპირებს “ოცნების” პარლამენტს მიანიჭოს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება იმას, რატომ არ დათმეს მანდატები თავისი ხელით, ამაზე გახარიას პოზიციაა, რომ არ აპირებენ მანევრირების ბერკეტები “ოცნებას” გადაულოცონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას