სუარესის გმირობა – ურუგვაელმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

მაიამის “ინტერის” ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ურუგვაიში მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.
სუარესი საახალწლო არდადეგებს სამშობლოში ატარებს, “მაიამის” ფორვარდი ქალაქ სიუდად დე-ლა-კოსტაში საზარელი სცენის მომსწრე გახდა.
49 წლის მამაკაცი 6-მეტრიან ხეზე ავიდა და ყოფილი მეუღლის ნახვას ითხოვდა, რომელიც კარს არ უღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით იმუქრებოდა.
მამაკაცი ხეზე 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ხიდან ჩამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, სანამ ადგილზე ლუის სუარესი არ გამოჩნდა, მამაკაცმა ლეგენდარულ ფეხბურთელთან გასაუბრების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრა.
როგორც ESPN-ი წერს, ამჟამად მამაკაცი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის.