სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან საქართველომ ერთი წლით გადაიბარა.
მათივე ინფორმაციით, 3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე.
როგორც კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სუამ-ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ხელს უწყობს საერთო შესაძლებლობების ძიებას და ორმხრივ პროგრესს. მისივე თქმით, საჭიროა დიალოგის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სუამ-ის ფარგლებში ფართო შესაძლებლობები იკვეთება ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ეროვნულ პარლამენტებსაც.
სუამ-ი არის ოთხი ქვეყნის (საქართველო, , აზერბაიჯანი და მოლდოვა) რეგიონალური კავშირი.