სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ორი სექცია – „სამართალი“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“, მუშაობს.
„სამართლის“ მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 21-მა სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი – მარიამ დათუნიშვილი, II ადგილი – თამარ იმერლიშვილი, III ადგილი – გვანცა ტაბატაძე, მაგისტრატურა: I ადგილი – ანუკი აბაშიძე, II ადგილი – მარიამ იასეშვილი; დოქტორანტურა: I ადგილი – ირაკლი ტყებუჩავა, II ადგილი – მარინა .
„საერთაშორისო ურთიერთობების“ სექციაში მონაწილეობა მიიღო 23-მა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი – ხატია ჯიქურაშვილი; II ადგილი – თათია არველაძე; III ადგილი – ანა მესტვირიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი – გიორგი ჩავლეიშვილი; II ადგილი – ელენე ჩალაძე; III ადგილი – სოფიო ჩანთაძე.
ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია