სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მითივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობს. მათ შორის, „ბიზნესის ადმინისტრირება“; „საჯარო მმართველობა და ელექტრონული ბიზნესი“ და „საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიები“.
ინფორმაციის თანახმად, ბიზნესის ადმინისტრირების სექციაში მონაწილეობა 2-მა სტუდენტმა მიიღო. შესაბამისად გახდნენ გამარჯვებულები: მაგისტრატურა – საბა კაჭარავა; დოქტორანტურა – ლაშა ხოფერია.
„საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის სექციაში მონაწილეობდა 6 სტუდენტი. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მაგისტრატურა – I ადგილი – დიანა დემეტრაშვილი; დოქტორანტურა – I ადგილი – მაია მიქაია.
საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციაში მონაწილეობდა 9 სტუდენტი, აქედან: 6 ბაკალავრი, 2 მაგისტრანტი, 1 დოქტორანტი.
კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები: ბაკალავრიატი: I ადგილი – კობა პაქსაძე; მაგისტრატურა: I ადგილი – დავით დავითაძე; დოქტორანტურა: I ადგილი – თამარ მოხევიშვილი.
ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.