სტურუას მკაცრი პასუხი მათ, ვინც “ვეფხისტყაოსანს” “ზედმეტი ეროტიზმის” გამო აკრიტიკებს

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში ნამ­დვი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი აფეთ­ქე­ბა მოხ­და – რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა. სპექ­ტაკ­ლი „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი: „ამ­ბა­ვი როს­ტე­ვან არაბ­თა მე­ფი­სა”) ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ლე­გენ­დის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის 140-ე წლის­თავს ეძღვნე­ბა.

სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვილ­მა და რო­ბერტ სტუ­რუ­ამ იმუ­შა­ვეს. მას­ში, გია ყან­ჩე­ლი­სა და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და არა­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ლო­დი­ე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. დად­გმის ქო­რე­ოგ­რა­ფია კოტე ფურ­ცე­ლა­ძეს ეკუთ­ვნის.

პრე­მი­ე­რას, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად და­ეს­წრო.

“ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი ბა­ტო­ნი რო­ბერტ სტუ­რუ­ას მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გია. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს დიდ რე­ჟი­სორს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტექ­სტში მას­შტა­ბუ­რად გა­და­აზ­რე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე წარ­მო­ჩე­ნის­თვის. მად­ლო­ბას ვუხ­დი შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მო­მა­ვალ­ში “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” შემ­დე­გი ნა­წი­ლის სას­ცე­ნო ვერ­სი­ა­საც ვი­ხი­ლავთ”, – გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ რუ­ხა­ძემ.

“თი­ნა­თი­ნი ტიტ­ვე­ლი რა­ტო­მაა?” – სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი კრი­ტი­კამ წა­ლე­კა

მი­უ­ხე­და­ვად ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა რე­ჟი­სო­რი „ზედ­მეტ ერო­ტიზ­მში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და თი­ნა­თი­ნის (ქეთი სვა­ნი­ძე) და ავ­თან­დი­ლის (ლე­ვან ხურ­ცია) სცე­ნე­ბი.

კო­მენ­ტა­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

„სირ­ცხვი­ლო, ქარ­თვე­ლის მიერ ეს დად­გმა არის მტრო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის, პო­ე­მის და რაც მთა­ვა­რია სამ­შობ­ლო – სა­ქარ­თვე­ლო­სი.“

„თი­ნა­თი­ნი ტიტ­ვე­ლი რა­ტო­მაა? რა კოს­ტი­უ­მე­ბი აც­ვი­ათ, რა მე­ტყვე­ლე­ბა…“

„უგე­მოვ­ნო­ბის და უნი­ჭო­ბის ზე­ი­მი. ყალ­ბი, არას­წო­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტე­ბი. თე­ატრმ­ცოდ­ნე­ე­ბი სად არი­ან?!“

„მო­ხუც­და ჩვე­ნი დიდი მა­ესტრო… თუმ­ცა იმის მერე, რამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლიც მოგ­ვა­ნი­ჭა რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ, არ ღირს გული ვატ­კი­ნოთ.“

რო­ბერტ სტუ­რუ­ას პა­სუ­ხი: „ყვე­ლა დამ­პა­ლი სტა­ტი­აა, შუ­რით და­წე­რი­ლი“

კრი­ტი­კას თა­ვად მა­ესტრომ უპა­სუ­ხა. მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში რო­ბერტ სტუ­რუა თე­ატრმ­ცოდ­ნე­ებ­სა და კრი­ტი­კო­სებს მი­მარ­თავს:

“ჩვენს თე­ატრმ­ცოდ­ნე­ებს ავი­წყდე­ბათ, რომ ის, რა­საც ისი­ნი წე­რენ, ეს ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლია ხომ? – ეს ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია. ერთი სტა­ტია და­მი­სა­ხე­ლე, სა­დაც შენ აღიქ­ვამ რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბას, ყვე­ლა დამ­პა­ლი სტა­ტი­აა, შუ­რით, ბოღ­მით და­წე­რი­ლი…“

ვინ მო­ნა­წი­ლე­ობს სპექ­ტაკლში?

სცე­ნა­ზე მა­ყუ­რე­ბელ­მა იხი­ლა რო­გორც გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ისე დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი:

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ბუკა თო­ლორ­და­ვა, ირაკ­ლი კე­რე­სე­ლი­ძე, ბექა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი, ქეთი სვა­ნი­ძე (თი­ნა­თი­ნი), და­ვით უფ­ლი­საშ­ვი­ლი (როს­ტე­ვა­ნი), ლე­ვან ხურ­ცია (ავ­თან­დი­ლი), ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლი.

დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი: კახი გაზ­დე­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, და­ვით გურ­გე­ნა­ძე, ირაკ­ლი კვერ­ღე­ლი­ძე, ზუკა პა­პუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძე და სხვე­ბი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!