სტუმრად ახლანდელი შეყვარებული, გიორგი ცაგარელი და ყოფილი ქმრები, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ტორტი და მხიარულება: როგორი იყო ლელა კილაძის დაბადების დღის წვეულება – Marao

სტუმრად ახლანდელი შეყვარებული, გიორგი ცაგარელი და ყოფილი ქმრები, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ტორტი და მხიარულება: როგორი იყო ლელა კილაძის დაბადების დღის წვეულება – Marao
ლელა კილაძემ 25 მარტს დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, მომრერლები, მუსიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები. განსაკუთრებული ყურადღება კი ლელას სტუმრების სიაში მისმა ყოფილმა ქმრებმა დაიმსახურეს: საღამოზე კილაძის ახლანდელ შეყვარებულთან, მუსიკოს გიორგი ცაგარელთან ერთად, იმყოფებოდნენ გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილიც. სოციალურ ქსელში მათი საერთო ფოტოც გავრცელდა:
საღამოზე გიორგი ცაგარელმა დაუკრა, მ იმღერა და იუბილარმა მეგობრებთან ერთად სადღესასწაულო ტორტიც ჩააქრო.
ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კი­ლა­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რე იყო გიგი უგუ­ლა­ვას­თვი­საც, მა­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტასო და თი­ნა­თი­ნი ჰყავს.
ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი – ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ. ლელა კილაძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გახდა.
ხმები უგულავას და კილაძის დაშორების შესახებ პერიოდულად ვრცელდებოდა.
დაშორების შესახებ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა:
“მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ,” – წერდა უგულავა.
რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია, თუმცა ბევრი აღნიშნავდა, რომ მიზეზი ლელას “ცხოვრების სტილი” იყო.
“ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ… მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში “გუგუნებდნენ”, სვამდნენ… ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც გამოკეტა, მაგრამ… როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული “გუგუნისას”, როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს… ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს “კეზერა” ფარავს…” – ამბობდა ლელას ოჯახის ახლობელი.
ლელა კილაძის მესამე მეუღლე გუკა რჩეულიშვილი გახდა:
„მტკვარზე მივედი, ლელა თავის მეგობრებთან ერთად იყო და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა. მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე ასე, ვიგრძენი“, – ამბობდა გუკა რჩეულიშვილი მათ პირველ შეხვედრაზე.
წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ გა­ირ­კვა, რო­დე­საც ლელა კი­ლა­ძის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. გუკა ამ დროს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.
გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლომ 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მაგ­რამ სა­პა­ტიმ­რო ოთხ თვე­ში და­ტო­ვა.
აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა. ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ლე­ლამ და გუ­კამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლეს, მათი წყვი­ლი თით­ქოს ძვე­ლე­ბუ­რად ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, გუკა ხში­რად ჩა­დი­ო­და კი­ევ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­დის დას­რულ­და წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, უც­ნო­ბია.
„ეს იყო, რთული მომენტი. რადგან აღმოჩნდა, რომ თავის თავს საფრთხეს უქმნიდა და ჩვენს ოჯახს უქმნიდა საფრთხეს. მაიამ და რუსომ ციხიდან ძალა მომცეს. ასე რომ არ ყოფილიყო, მარტოს გამიჭირდებოდა. თრინითიმ განიცადა ეს ყველაფერი. ახლა ძალიან ბედნიერია, სახლში რომ მოდის და გუკას ხედავს, ეხუტება და ასეა ყოველთვის“, – იხსენებდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლელას გიორგი ცაგარელთან ჰქონდა ურთიერთობა. ცაგარელი ადრე ლიზა ბაგრატიონის მეუღლე იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გასაჯაროვდა. წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობდა ერთად, თუმცა მაინც დაშორდნენ.
ლელა კილაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს სმამაღლა, თუმცა მაინც ახერხებს, ყოველთვის იყოს ყურადღების ცენტრში. ბოლო დროს კი მან მედიის ინტერესი საკუთარი შემოქმედების წყალობით დაიმსახურა. ბაღი, სა­დაც გა­დავ­რჩი” – ასე და­არ­ქვა ლელა კი­ლა­ძემ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც „რუმს ჰო­ტელ­ში“ გა­ი­მარ­თა. ლელამ აღნიშნა, რომ ხატვა რთულმა პერიოდმა და ემოციებმა დააწყებინა:
“2017 წელს და­ვი­წყე ხატ­ვა. თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ვარ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და – მაგ პე­რი­ოდ­ში პირ­ვე­ლად რომ შევ­ძე­ლი ჩემი ემო­ცია, შიგ­ნი­დან რაც მა­წუ­ხებ­და, ფურ­ცელ­ზე გად­მო­მე­ტა­ნა, მერე მივ­ხვდი, რომ ამის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდი, მა­შინ და­ვი­წყე ხატ­ვა. მას მერე სულ ვხა­ტავ. ეს არის ის სამ­ყა­რო, რაც მე მა­ინ­ტე­რე­სებს”.