“სტუმარ-მასპინძლობის სექტორს ძალიან უჭირს “ – ვალერი ჩეხერია

„ძალიან რთულ სიტუაციაშია ტურიზმი“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ Salt Project-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს.
მისი თქმით, სასტუმროები და რესტორნები, პრაქტიკულად, ცარიელია. ჩეხერიას განცხადებით, სექტორი მივიდა იმ წერტილამდე, როცა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადა.
„ტურიზმი ისეთი ისეთი მოწყვლადი ჯგუფია, რომელზეც პატარა აქციაც კი მაშინვე მოქმედებს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებზე, სადაც აქციებია და შემდეგ უკვე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ობიექტებზე. კოლეგებს, სასტუმროების მფლობელებსა და მენეჯერებს ვესაუბრე, გუშინ თავადაც გავედი ძველ თბილისში, სადაც ტურისტების ბუმია ხოლმე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მაქსიმუმ 10 კაცი იჯდა რესტორნებში მთელს ამ ტერიტორიებზე. ძალიან ბევრი რესტორანი საღამოობით არ ფუნქციონირებს, ძალიან ბევრი ვერ უძლებს იმ ხარჯებს, რომელიც აქვს და დაკეტვის პირას არის ან უკვე დაიკეტა.
სასტუმროებში დატვირთულობა ძალიან დაეცა. სასტუმროების ბიზნესის დიდი შემადგენელი ნაწილია „ივენთები“, კონფერენციები, რომელიც მათი შემოსავლის 50%-ს შეადგენს. იმ პერიოდი, როდესაც ტურისტული ნაკადები ჩერდება და საშობაოდ მაინც ყველა თავის ქვეყანაში ბრუნდება, დაბალ სეზონად ითვლება ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტი შემოსავალია ამ პერიოდში კონფერენციებიდან და „ივენთებიდან“ მოდის. ტარდება ხოლმე კორპორატიული საღამოები, შემაჯამებელი წლიური კონფერენციები და ა.შ., მაგრამ არც ერთ სასტუმროში არც ერთი კონფერენცია არ ტარდება.
ეს ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ მივედით ზღვრამდე, სადაც ძალიან გაუჭირდა სტუმარ-მასპინძლობის სექტორს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მათი არსებობა“, – განაცხადა ჩეხერიამ.
წყაარო: bpn.ge