სტუმარმასპინძლობის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. რესტორატორ ქეთევან ბაქრაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა.
“ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს, რადგან გვსურს საქართველო ევროპაში და გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!
თამარ სიხარულიძე – გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე
მერიკო გუბელაძე – რესტორატორი, შეფი
ქეთევან ბაქრაძე – რესტორატორი, შეფი
ნატო მახალდიანი – კაფე “თონე”
ბუკა მაჭავარიანი – რესტორანი “გუდა”
თამუნა თანდაშვილი – ავიაციის ექსპერტი
ანი ალიბეგაშვილი – ბიზნესმენი სასტუმრო Step Inn თანადამფუძნებელი
ლუკა ნაჭყებია- რესტორატორი, შეფი”, – ნათქვამია განცხადებაში.
