პროტესტში ჩართული სტუდენტური მოძრაობები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან განცხადებებით ეხმაურებიან კოალიცია ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ისინი ემიჯნებიან ამ გადაწყვეტილებას და ბოიკოტის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.
ჯიპას სტუდენტური ერთობა:
“ჯიპას სტუდენტური ერთობის წევრები თვეების განმავლობაში აქტიურად ვართ ჩართული პროტესტში. ამ ბრძოლის მანძილზე არაერთ მოძალადე, სამშობლოს მოღალატე და ცრუ მოწმე პოლიციელს შევხვდით. სწორედ ამ პოლიციელების საშუალებით ატარებს რეჟიმი კერძო ინტერესებს და აკავებს იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ განვიცადეთ სხვადასხვანაირი ღალატი რეჟიმისგან; მაგალითად: გაყალბებული არჩევნები, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, თანამოქალაქეების უკანონო დაკავებები და მათთვის მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა…
ამ ყველაფრის შემდეგ „ოპოზიციური“ პარტიებისა და კოალიციების ნაწილი, მათ შორის „ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“, გეგმავს მონაწილეობას იმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც კვლავ ბიძინა ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებული ცესკო ჩაატარებს. მათი ეს გადაწყვეტილება უპატივცემულობა და დაცინვაა.
თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ჩვენ, სტუდენტები, დავიწყებთ აქტიურად ამ პოლიტიკური პარტიების მხილებას, რათა საზოგადოებამ გაიცნოს მათი მოღალატეობრივი სახე. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც უგულებელყოფს ხალხის ნებას და სინდისის პატიმრების ბრძოლას, საბოლოოდ უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი.
ბოიკოტი ბიძინას ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა:
“ჩვენ, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობას, აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და დღეს, პარტია ლელოს გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ ერთხელ, აუცილებლად, მიგვაჩნია, ჩვენი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა.
