სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველზე შეიკრიბება და არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას გამართავს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქცია პარლამენტის წინ 7 საათიდან დაიწყება.
“დღეს, გადამწყვეტი ს წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ