სტუდენტის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თსუ-ს სტუდენტის, ვანო გომურაშვილის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, თსუ-ს რექტორი მმართველი პარტიის „პროპაგანდას იმეორებს“.
მისივე თქმით, რექტორსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
“ჯაბა სამუშია არის “ქართული ოცნების” და ს პირადი პროპაგანდისტი. ის არის “ქართული ოცნების” მონა, ისიც კი ვერ თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი დაირღვა, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. შესაბამისად, ჯაბა სამუშიასთან საუბარს აზრი არ აქვს. დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის მონა და ბიძინა ივანიშვილის რუპორი. სამი მოთხოვნა გვქონდა:
კერძოდ, თსუ-ს კარები ყოფილიყო 24/7 ღია, სწავლა შეჩერებულიყო და რაც მთავარია ჯაბა სამუშიას ღია და მკაფიო პოზიცია გამოეხატა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის საფრთხეში.
რა თქმა უნდა, არცერთი არ დააკმაყოფილა.
ჩვენი გეგმა არის, რომ პროტესტი გაგრძელდეს. მათ შორის, ჯაბა სამუშიამ თსუ უნდა დატოვოს”, – აცხადებს ვანო გომურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც