სტუდენტების ნაწილი აპირებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსში გაათენოს ღამე – იმ ბათუმელი სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც გუშინ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს.
ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა „ნეტგაზეთს“ უთხრა.
სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ მათ თსუ-ს პირველ კორპუსში შესვლის საშუალება არ მისცა. სტუდენტების და მომიტინგეების კიდევ ერთი ნაწილი ამჟამად კვლავაც თსუ-სკენ მიემართება.