სტუდენტები და აქციების დროს დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ

სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ.
დემონსტრანტები გმირთა მემორიალთან ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს და სწორედ, ასე იარეს მსვლელობით მათ საკანონმდებლო ორგანოდან გმირთა მოედნამდე.
აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები დემონსტრანტები შეუერთდნენ და ფიცის დადების შემდეგისინი მსვლელობით კვლავ პარლამენტისკენ გაემართებიან.
აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია – ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის პარალელურად აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია