სტუდენტების პროტესტი ილიას უნივერსიტეტშიც დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: „გამოდით, გამოდით“. მათ შეურთდნენ აუდიტორიებიდანაც.
„ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, . მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები.
ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
14 ნოემბერს ს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა დაიწყო საპროტესტო აქცია. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებასა და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას.
სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და მოუწოდებენ ყველა თაობის მოქალაქეს, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
14 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. შენობაში არ იყო გათბობა, ორჯერ გაითიშა ელექტროენერგია, მაგრამ სტუდენტებს შენობა არ დაუტოვებიათ.
ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას აანონსებენ და მოუწოდებენ ყველა თაობას, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
„უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომელიც გვქონდა არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვიკეტა. „ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ს პირობებში, ამ სუსის პირობებში, არცერთ შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება“ – უთხრა „ბათუმელებს“ მათე ცენტერაძემ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
ბათუმში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა 14 ნოემბერს დაიწყო, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფეისბუქზე ეხმიანებიან სტუდენტური ჯგუფები.
პირველი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმელ სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა იყო. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ბათუმელი სტუდენტების აქციას ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, თსსუ-ს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი და ქუთაისელი სტუდენტების ნაწილიც.