სტუანიმ ჩემპიონთა ლიგაზე 21-ე საუკუნის რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ჟირონა” გასვლაზე პსჟ-ისთან 0:1 დამარცხდა. ესპანური კლუბის სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ 37 წლის ურუგვაელი ფორვარდი კრისტიანი სტუანი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 21-ე საუკუნის რეკორდი დაამყარა.
Opta-ს ცნობით, 37 წლის ურუგვაელი , 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხანდაზმული დებიუტანტი გახდა.
აბსოლიტური რეკორდი ტასოს მიტროპულოსს ეკუთვნის, რომლის დებიუტი “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 1997 წელს 40 წლის ასაკში შედგა.