სტრიტ არტისტი მუსია ქებურია სახელოსნო/შოურუმს ხსნის

ქართველი სტრიტ არტისტი მუსია ქებურია სახელოსნო-შოურუმს ხსნის, სადაც თავმოყრილი იქნება მისი ნახატები, პრინტები, აქსესუარები და დეკორატიულ ნივთები. ამავე სივრცეში იქნება ქუჩის ხელოვნების კურსები და არტ-თერაპიის სესიები, – ამის შესახებ მუსია ქებურია სოციალურ ქსელში წერს.
„ეს იქნება სივრცე, რომელშიც შევძლებ წლების ნაგროვებ სურვილების და შესაძლებლობების სრულად რეალიზებას და გაზიარებას იმათთვის, ვისაც მართლა სჯერა ოცნებების ახდენის. ეს იქნება ულევი ფერებითა და შემოქმედებით გაჟღენთილი ადგილი, სადაც იპოვით უნიკალურ, გამორჩეულ, განსხვავებულ და სიყვარულით შექმნილ ნამუშევრებს, ნახატებს, პრინტებს, აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს და კიდევ ბევრ სხვა რამეს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ძვირფასი ინდივიდებისთვის.
კედლის მხატვრობა, რა თქმა უნდა, ისევ იქნება ჩემ ერთ-ერთ ძვირფასი სამუშაო მედიუმი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მეტად, ფართოდ გავშლი ფრთებს სხვადასხვა მიმართულებით. ამ სივრცეში შემოგთავაზებთ როგორც ქუჩის ხელოვნების კურსებს, თუ არტ-თერაპიის სესიებს, ასევე აქ იპოვით საჩუქრებს თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ან მეგობრებისთვის“, – წერს მუსია ქებურია.
სახელოსნო-შოურუმის გახსნის ოფიციალურ თარიღს არტისტი უახლოეს მომავალში შეგვატყობინებს.
მუსია ქებურია ნამუშევრებს თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ კუთხეში შეხვდებით. ესენია: ახალქალაქი, , ჩოხატაურში დუმბაძის სახლ-მუზეუმის კედელი, გუდაური, ქუთაისი და ა.შ. საქართველოს გარეთ მისი ნამუშევრებია ში, ნორვეგიასა და ლისაბონშიც.