31 იანვრის მთავარობის დადგენილების თანახმად, სტრატეგიული/განსაკუთრებული ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა.
კანონმდებლობის მიხედვით, სტრატეგიული/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება/ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას” , ბლოკირებას გულისხმობს და გარკვეულ შემთხვევებში, 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გურო იმნაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება”.