„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სამართალდამცავები მივიდნენ. მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „112“-ის სამსახურში დარეკა.
„გირეკავთ, რომ შეგატყობინოთ შესაბამის უწყებებს, ოფისში ველოდები, რომ დამაკავონ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვიმყოფები რუსთაველის გამზირის N21-ში. ოფისში ვარ“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ „112-ის“ თანამშრომელს.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „112-ის“ თანამშრომლებმა მისი ზარი დააფიქსირეს.
„მაინც დავრეკე „112-ში“, დააფიქსირეს, რა უნდა ეთქვათ”,- განმარტა ვაშაძემ.
