„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
პარტიის ოფისში ასევე, იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში პოლიტიკოსები ელოდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის არ გამოცხადებას ეხება.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
