„სტრატეგია აღმაშენებელი“ 8-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 8-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ, პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, ამ გეგმის მთავარი იდეაა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და კოორდინირებული პროტესტის ორგანიზება.
„მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა გადაიქცეს ქმედით ძალად, რეალურ ალტერნატივად, აუცილებელია ერთიანობა. ეს ერთიანობა არ არის ლამაზი სიტყვები, რომელიც წლების განმავლობაში გვესმოდა. ეს არის ქმედითი ერთიანობა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს, ამ ხალხის ძალას, რომელიც 240 დღეზე მეტია ქუჩაში დგას, გადააქცევს რეალურ ძალად და საბოლოოდ, ქვეყანას მიიყვანს გამარჯვებამდე. გათვლილია უამრავი მექანიზმი, მათ შორის, თუ რეჟიმი არ გაითვალისწინებს ხალხის აზრს, დაიწყოს აქტიური წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის მოძრაობა და, ასევე, საუბარია იმაზე, რომ 4 ოქტომბერს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, შევიკრიბოთ რუსთაველზე და ერთგვარი რეფერენდუმი, სახალხო ყრილობა მოვუწყოთ ივანიშვილის რეჟიმს.
რაღაც ტიპის დაუმორჩილებლობის აქციები გვქონდა პროტესტის დასაწყისში, მაგრამ ეს უნდა გადავიდეს ახალ ხარისხში, მასშტაბში და უნდა გახდეს უფრო მასობრივი. რა შემთხვევაში გახდება? – გახდება იმ შემთხვევაში თუ ეს დაქსაქსული პროტესტი მოექცევა ერთიან კალაპოტში, რომელსაც წარმატებამდე მიიყვანს ქართველი ხალხი.
მიუხედავად იმისა, ვის მოგვწონს და არ მოგვწონს ერთმანეთი, გადავდოთ ეს საკითხები და გავერთიანდეთ მთავარი პრინციპის გარშემო – რეჟიმის ცვლილების აუცილებლობა, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო , ახალი წესებით და რა თქმა უნდა, ევროპული კურსი. ამ პრინციპების გარშემო, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, უნდა გავერთიანდეთ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს არის კონკრეტულად გააზრებული სამოქმედო გეგმა, რომელიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე.
არსებობს არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის გაერთიანება, არსებობს წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად. გიორგი ვაშაძის იდეა არის, რომ საბაზისოდ, დასაწყებად ამ დიდი გაერთიანების, გამოვიყენოთ 8-იანი და გამოვიყენოთ ს წინააღმდეგობის პლატფორმა, ახლის შექმნაზე არ არის საუბარი. ეს სუსტად კოორდინირებულ პროტესტს მისცემს კალაპოტს და გადააქცევს ძლიერ ენერგიად და ძალად, რომელიც საბოლოოდ შეცვლის რეჟიმს. ეს ადრინდელი გეგმებისგან განსხვავებით, ეს გეგმა არის ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრებული გეგმა, სამოქმედო ვადებით და მოქმედებების ნაბიჯებით, რომელიც წინააღმდეგობას აქცევს უფრო ორგანიზებულს და მწყობრს, საბოლოოდ კი აუცილებლად მიაღწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. მთავარი საკითხი არის ის, რომ უარს ვამბობთ ცალ-ცალკე არსებულ პარტიულ ბრენდებზე და ვერთიანდებით ერთი სახელის, ერთი ბრენდის ქვეშ, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.