„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს – არ გავჩერდებით, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შევუერთდებით

28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს – არ გავჩერდებით, არ შევშინდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, ვიდრე რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ნანა ტოხვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის წევრი.
„28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს. ერთი წლის წინ, მათ გადადგეს ნაბიჯი და ცხადად დაგვანახეს რაოდენ შორს არის ხელისუფლების ინტერესები საზოგადოების ნებასთან, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან.
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანი. ამიტომ, 28 ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი შეუერთდება დაანონსებულ საპროტესტო აქციას. ჩვენი გუნდი უკან არ დაიხევს ამ შეუპოვარ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერი, რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ჩვენი პარტიის გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის მიმართ პოლიტიკური დევნა წამოიწყეს, არ გავჩერდებით, არ შევშინდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, ვიდრე რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა ნანა ტოხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს