„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს

მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, , უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, პარტია გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს გამარჯვებამდე.
„მადლობა იმ გულწრფელ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც გუშინ ქვეყნის დასაცავად იდგა!
რეპრესიებისა და პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, თქვენი შეგნებული, ურყევი პროტესტი გვაძლევს ძალას და არ შეგვიძლია უკან დავიხიოთ, არ შევჩერდებით და არ დავნებდებით. დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!
მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე უკანონოდ დაატყვევა უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!
ერთად ვიბრძვით და ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას!
ძალა ერთობაშია!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით