„სტრატეგია აღმაშენებელი“ – ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით – ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას

ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით. ეს არის სისუსტის ნიშანი.
ასე ეხმაურება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს დაკავებას.
პარტიის განცხადებით, ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ მისწრაფებას.
„პირველად დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ – ნიკა მელია, სხვა ლიდერებზე აღძრულია საქმეები – ეს არის გათვლილი კამპანია რეპრესიებით ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.
ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას. ის პირადად არის პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ უკანონობასა და ძალადობაზე.
საკუთარ ხალხთან ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული სტრატეგია.
ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და ამ ვითარებაში საჭიროა ერთიანობა.
ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს ჩვენს მისწრაფებას თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.