სტრატეგია აღმაშენებელი: მხარს ვუჭერთ ერთიანობის ნებისმიერ ინიციატივას, დათქმების გარეშე

მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას.
დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე.
ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის.
რუსული რეჟიმი ლუსტრირებულია, ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება” – წერია განცხადებაში.
ლელოს ლიდერმა მ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ “ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია”.
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება. ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად. როგორც ცნობილია, ვეტოს გამოყენებას აპირებს.
ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მარტში მოქალაქეების პროტესტის შედეგად გაწვეული რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. რეჟიმმა არ გაითვალისწინა არც ათი ათასობით მოქალაქის პროტესტი, არც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები და არც უცხოელი პარტნიორების მოწოდებები, არ მიეღო რუსული კანონი და არ დაეყენებინა საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპული მომავალი.
პრემიერმინისტრმა ირაკლი მ 10 მაისს თქვა, რომ შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები. მისი თქმით, არის ორი კვირა, 14-28 მაისის პერიოდში, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან.
თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “კანონის გასაპატიოსნებლად” თამი შესვლას არ აპირებს.
“გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნება არის – ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ და გადაიტანეთ, გთავაზობთ, 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე ბინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის, ეს კანონი არის რაღაცა სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და რას მოერგება.

ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაცა კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსული და, სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.