პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა რუსულ კლანურ-მაფიოზურ დაჯგუფებად“.
„ვგმობთ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას. უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენ არა თუ ლეგიტიმური ხელისუფლება, არამედ ხელისუფლება საერთოდ არ გვყავს. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა რუსულ კლანურ-მაფიოზურ დაჯგუფებად, რომლის მთავარი ხელწერა არის სისტემური ძალადობა საკუთარ ხალხზე.
თითქმის 2 თვიანმა პროტესტმა აჩვენა, რისი ეშინია ხელისუფლებას, აჩვენა გზა, როგორ უნდა მივაღწიოთ გამარჯვებას, რომ უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ ერთად საქართველოს, მისი თავისუფლებისა და ჩვენი მომავლის გადასარჩენად”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.