სტრასბურგში ფოსტის ტრანსპორტირება ტრამვაით დაიწყეს

სტრასბურგში (საფრანგეთი) ექსპერიმენტის სახით, ფოსტის ტრანსპორტირება დაიწყო ტრამვაით. ასე ქალაქს სურს შეამციროს საფოსტო სატვირთო მანქანების რაოდენობა გზებზე და გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი.
ყოველ დილით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ფოსტალიონი ასამდე პატარა ამანათით მიდის ჩვეულებრივი ტრამვაით დახარისხების ცენტრთან უახლოესი გაჩერებიდან ქალაქის ცენტრამდე. შემდეგ ტვირთს გადასცემს სხვა ფოსტალიონს (ტრამვაიდან ფოსტის ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაზე მხოლოდ 30 წამია) და ის ველოსიპედით აწვდის ამანათებს მიმღებებს.
პირველი პარტია გადის დილის ცხრა საათზე, მეორე დღის ორ საათზე. ექსპერიმენტი 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ტრამვაით ფოსტის ტრანსპორტირება შესაძლოა მუდმივი ლოგისტიკის ნაწილი გახდეს.
„ევროპულსი“