სტრასბურგში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა

საფრანგეთში, სტრასბურგში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა.

ბას-რინის ხანძრისა და სამაშველო სამსახურის დირექტორმა, რენე სელიემ თქვა, რომ შოკურ და სტრესულ მდგომარეობაზე დამატებით 100 ადამიანი შემოწმდა, თუმცა დაზიანებები არ მიუღიათ.

უწყებების ცნობით, მძიმედ არავინ დაშავებულა.

“დაახლოებით 50 ადამიანი შედარებით საგანგებო მდგომარეობაშია, ისეთი დაზიანებებით, როგორებიცაა სკალპის ჭრილობა, ლავიწის  მოტეხილობა და მუხლის დაჭიმულობა. თუმცა, კრიტიკული დაზიანებები არ არის. შეიძლებოდა, რომ გაცილებით უარესი ყოფილიყო”. – თქვა სელიემ.

სელიეს ცნობით, ადგილზე 130 მეხანძრე და 50 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული.

სტრასბურგის მერი, ჟან ბარსეღიანი შემთხვევის ადგილს ეწვია და შემთხვევა “სასტიკ შეჯახებად” მოიხსენია. ბარსეღიანმა ასევე მაშველებს მადლობა გადაუხადა.

შემთხვევა საღამოს, სადგურში მიმავალ გვირაბში მოხდა. შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი ტრამვაი შეჯახებისას უკუსვლით მოძრაობდა.

შესაბამისმა უწყებებმა შეჯახების გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყეს.

სტრასბურგმა ტრავმაის მომსახურება 1994 წელს აღადგინა და, ფრანგული მედიის თანახმად, დღემდე მსხვილი ავარიები არ მომხდარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?