სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს.
ისინი შეიკრიბნენ ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, სადაც განთავსებულია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. მათივე ინფორმაციით, ამავე შენობაში ემსახურებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის , საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, “არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის”. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მინიმალურ რაოდენობაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანია აღრიცხვაზე სტრასბურგის საკონსულოში. ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგილზე საარჩევნო უბანს არ ხსნის.
უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება.
ვინაიდან საფრანგეთში არის ერთი საკონსულო ოლქი, რომელშიც ასევე შედის სტრასბურგიც, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეები დგებიან საელჩოში (პარიზში), მათ შორის სტრასბურგში მცხოვრებნიც“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ მიიღო.
სტრასბურგში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი, მარი კაიშაური “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ელზასის რეგიონში [რომლის ცენტრია სტრასბურგი] საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სამკურნალოდ არიან ჩასულები. მათ არც ფინანსური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, რომ ასობით კილომეტრი გაიარონ ხმის მისაცემად პარიზში ჩასასვლელად.
თავად მარი 100-ზე ადამიანს დაეხმარა საარჩევნო აღრიცხვაზე დადგომაში. ის აქტიურად ცდილობს კომუნიკაციას როგორც საელჩოსთან, ისე ცესკოსთან, რომ სტრასბურგში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკუთარი საარჩევნო ხმა არ დაკარგონ. ჯერჯერობით – უშედეგოდ.
იმ შემთხვევაში, თუ უბნის უბანი სტრასბურგში არ გაიხსნება, ისინი გეგმავენ ორგანიზებულად ჩავიდნენ პარიზში და იქ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. კაიშაური მიმართავს თანამემამულეებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების პარიზში ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში ს დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად