სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.
გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.
მასალა ახლდება
***
ლაპარაკია ე.წ. წვრთნების საქმეზე – პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა პირველ ეტაპზე უშედეგოდ – გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით, 2021 წელს საქმე ხელახალ წარმოებაში შევიდა. სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ჩატარდა და ორივე ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.
საფრანგეთის და ლონდონის სასამართლოებს კი ქართული მხარისთვის მის ექსტრადირებაზე უარი სწორედ სავარაუდო პოლიტიკური დევნის გამო აქვს ნათქვამი.
