სტრასბურგმა დაარეგისტრირა საია-ს საჩივარი არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე

ლექტრონული სისტემით მიმდინარეობდა.
„საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული ს დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. მიუხედავად ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ ვერ უზრუნველყო, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არ გამოჩენილიყო გაფერადებული წრის კვალი“, – აცხადებს საია.
ქურდოვანიძემ ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ არჩევნების დღეს 589 დარღვევა გამოავლინა და პროკურატურას მათი გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
საიას სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს:
11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე;
კენჭისყრის დღეს საიას დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა;
შემაჯამებელი ოქმების ბათილობა გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციულ უბანზე;
460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა;
349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება