„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ნიკანორ მელიას დაკავება…”-რატი ბრეგაძე

„საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ის პირები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა.

„ისინი სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდნენ ერთსა და იმავეს, თითქოს მათი დაკავება პოლიტიკური მიზნებით განხორციელდა. 2022-23 წლებში გადაწყვეტილებები გამოცხადდა ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ნიკანორ მელიას საქმეებზე. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ჰქონია ადგილი. პასუხი არის მარტივი – საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს