სტოლტენბერგი: ცალკეული პროგრამები გვექნება NATO-ს და საქართველოს უფრო დაახლოებისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი მ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს NATO-თვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მიესალმება იმ “წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება”. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები.

გთავაზობთ სტოლტენბერგის სიტყვას სრულად:

“საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-თვის და დიდად ვაფასებთ იმ წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და არის საქართველოს ნაწილი, NATO აგრძელებს სთვის მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და ში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და თავისუფალი იყო უკრაინაში, ესეც შემიძლია ვთქვა.
რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაძლიერება, NATO-ს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს მოვლენები.

შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი, საქართველოსა და NATO-თვის რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა. NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს საუბარი გვქონდა ჩვენ იმაზე, როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად. შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული, იმისთვის რომ NATO და საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდეს, მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ს სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში და ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია NATO-თვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ NATO-ს მიმართულებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, ბატონო პრემიერო კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის, NATO-ს საქართველოს პარტნიორობის მიმართ”.
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ის გარდა ირაკლი კობახიძისა, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.