სტოლტენბერგი: უკრაინის უკეთესად შეიარაღებით ნატოს შეიძლება თავიდან აეცილებინა ომი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მეტი შეეძლო გაეკეთებინა უკრაინის შეიარაღებისთვის, რათა თავიდან აეცილებინა ში ს შეჭრა 2022 წელს. სტოლტენბერგმა, რომელიც მალე დატოვებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას, ეს განცხადება 14 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ამჟამად ჩვენ [ს] ვაწვდით იარაღს ომისთვის, მაშინ კი შეგვეძლო სამხედრო შეიარაღება მიგვეწოდებინა ომის თავიდან ასაცილებლად,“ უთხრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-ს.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსს არ სურდა უკრაინისთვის მიეცა იარაღი, რომელსაც ითხოვდა ს სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ვინაიდან ის შიშობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაცია შეიძლება მომხდარიყო.
სტოლტენბერგი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამდე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო, ოქტომბერში დატოვებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას.