სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პროცესი იქნება ნატოსთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 31 მაისს თქვა, რომ სამხედრო ალიანსმა უნდა გააფართოოს თავისი როლი ს ძალებთან მებრძოლი უკრაინის დახმარების საქმეში და მოსკოვს მკაფიოდ აჩვენოს, რომ ს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება ამის საჭიროება.
“საჭიროა მოსკოვს ესმოდეს, რომ ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი პროცესისთვის უკრაინის მხარდასაჭერად”, – უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეს.
პრაღაში მიმდინარე შეხვედრაზე – რომელშიც -ის სახელმწიფო მდივანი ც მონაწილეობს – განიხილავენ უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელსაც ივლისში ვაშინგტონის ნატოს სამიტზე წარმოადგენენ.
მინისტრების შეხვედრაზე მოლაპარაკების საგანია სტოლტენბერგის მიერ აპრილში წარმოდგენილი გეგმა ჩარჩოზე, რომლითაც უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო საჭიროებებისთვის დახმარების მიწოდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი არაფორმალური ჯგუფიდან ალიანსის ოფიციალურ სტრუქტურებს უნდა გადაეცეს.
ამ ეტაპზე ნატო კიევს ოფიციალურად არ სთავაზობს მომაკვდინებელი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად გზავნიან დახმარებას უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის გავლით, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედებს და რომელსაც არაოფიციალურად რამშტაინის ჯგუფის სახელითაც იცნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს