სტოლტენბერგი რუსულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას ემხრობა

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, ს ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმისთვის, იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა შეამსუბუქონ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დრო დადგა, მოკავშირეებმა იფიქრონ იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რომლებიც მათ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე დააწესეს,“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა გამოცემასთან საუბრისას. მას ალიანსის რომელიმე კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ცნობილია, რუსულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენების მოწინააღმდეგეებს შორის არიან გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები.
სტოლტენბერგის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების გარეშე განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახლა, ხარკოვზე თავდასხმებისას აღმოჩნდება. რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე თავდასმის შესაძლებლობის გარეშე უკრაინას თავის დაცვა გაუჭირდება. ნატოს გენერალური მდივნის მტკიცებითვე, უკრაინის თავდაცვის უფლება რუსეთს ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ შეტევის მიტანის შესაძლებლობასაც უნდა გულისხმობდეს.