NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ.
“ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ”. – თქვა სტოლტენბერგმა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.