სტოლტენბერგი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები უკანონოა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ს არჩევნები უკანონოა.
ამის შესახებ მან პრემიერმინისტრ ირაკლი სთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთში არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები და ში მიმდინარე მოვლენები უკანონოა. რუსეთში არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. NATO-ს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ეს ქმედებები შეწყვიტოს”, – აცხადებს სტოლტენბერგი.
NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სტოლტენბერგი ქვეყანაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი. პირველი ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.97% მიიღო.