NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინისთვის NATO-ს საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს NATO-სთან.
“მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს ნატოსთან. გასულ წელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და წელსაც მაქვს [მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების] მოლოდინი”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, უნდა ელოდონ თუ არა ვაშინგტონის სამიტზე ქმედით ნაბიჯებს უკრაინის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, რაზეც იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებეს, რომ უკრაინა NATO-ს წევრობასთან უფრო ახლოს მივიდეს.
“რათა უკრაინა უფრო ახლოს მივიდეს ნატოს წევრობასთან. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციულ დონეზე სრულად ინტეგრირებული გახდნენ ნატოს სტანდარტებთან და, მეორე მხრივ, პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავების ხელშეწყობას უკრაინასა და ნატოს შორის. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაზეც უკვე შევთანხმდით და ასევე ახალ გადაწყვეტილებებს ველით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.