სტოლტენბერგი თვლის, რომ ნავალნის მიმართ პატივისცემის საუკეთესო გამოვლენა უკრაინაში რუსეთის მარცხის უზრუნველყოფა იქნება

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე ს პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს ნატოსა და და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა.
20 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან რამდენიმე თვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ აჩვენებს სამხედრო დახმარების აუცილებლობას „რათა იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს არ ექნება შემდგომი წარმატება“.
16 თებერვალს ნავალნის სიკვდილი ჩრდილოეთის კოლონიაში საეჭვო გარემოებებში – ხელისუფლება ამბობს, რომ ორი კვირაში გადასცემს ცხედარს ოჯახს, – კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ავტორიტარული მმართველობა არ უნდა დარჩეს უკონტროლო, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სთვის პატივის მიგების საუკეთესო საშუალებაა, ბრძოლის ველზე არა პრეზიდენტ პუტინის, არამედ უკრაინის გამარჯვება უზრუნველვყოთ,“ განაცხადა სტოლტენბერგმა ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია გამოქვეყნდება 23 თებერვალს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ