სტოლტენბერგი: დადგა დრო გადაისინჯოს იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები

უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს ს ძალების უკუგდებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, მისი მოკავშირეებისგან “მძლავრი მხარდაჭერის” მიღებით – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ში, სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ნატოს შეხვედრაზე, რომელსაც -ის სახელმწიფო მდივანი, ც ესწრება, განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში დანიშნულ ნატოს სამიტს უნდა წარედგინოს.
30 მაისს, შეხვედრის დაწყებამდე სტოლტენბერგმა თქვა, რომ დროა სთვის დახმარების მიმწოდებელმა ქვეყნებმა განიხილონ ის შეზღუდვები, რომლებიც კიევს ორ წელიწადზე მეტი დროის წინ დაეკისრა – როცა მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა ში.
ბოლო თვეებში რუსეთმა გააძლიერა საჰაერო და სახმელეთო შეტევები უკრაინის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა უკრაინის ძალები საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდიან. კიევი ითხოვს საბრძოლო მასალების მიწოდების გაძლიერებას, ასევე ნებართვას სრულად გამოიყენოს გრძელი რადიუსის იარაღი – რასაც შეზღუდვები აქვს დაწესებული რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თვალსაზრისით.

ასევე დაგაინტერესებთ