სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტების დაფინანსება ₾2 650 000-ით გაიზარდა – რომელ მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ დაფინანსება

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტების დაფინანსება 2 650 000 ლარით გაზიარდა. შესაბამისი განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მიმდინარე წლის 23 ივლისს მოაწერა ხელი.
განკარგულების მიხედვით, 2023 წლის 28 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის დაფინანსება გაეზარდა, 1-ს – შეუმცირდა. კერძოდ:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსება 700 000 ლარით გაიზარდა და შეადგინა 9 760 000 ლარი;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაფინანსება თითქმის 1 მლნ ლარით გაიზარდა და 4 986 000 ლარი გახდა;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსება 250 000 ლარით გაიზარდა და 950 000 ლარი გახდა;
სენაკის მუნიციპალიტეტის დაფინანსება 500 000 ლარით გაიზარდა და 4 420 000 ლარი გახდა;
ხონის მუნიციპალიტეტის დაფინანსება კი 705 000 ლარიდან 330 000-მდე შემცირდა.
მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს დაემატა ვანის და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა: ვანის მუნიციპალიტეტისთვის 2 705 000 ლარი და ხობის მუნიციპალიტეტისთვის 705 000 ლარი.
ცვლილებების შედეგად, 2024 წლისთვის სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებისთვის 107 527 000 ლარია გამოყოფილი.
„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 107 527 000 ლარი“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 9 062 000 ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის 193 ათასი ლარია გამოყოფილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტს 4 420 000 ლარი გამოეყო;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 9 762 000 ლარი;
მარტვილის მუნიციპალიტეტს 3 458 000 ლარი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 2 180 000 ლარი;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 940 000 ლარი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 2 990 000 ლარი;
ცაგერის მუნიციპალიტეტს 583 000 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3 883 000 ლარი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს 5 855 000 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 6 366 000 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტს 4 027 000 ლარი;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 1 872 000 ლარი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 941 000 ლარი;
თიანეთის მუნიციპალიტეტს 193 000 ლარი;
ქუთაისის მუნიციპალიტეტს 4 986 000 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტს 5 738 000 ლარი;
ონის მუნიციპალიტეტს 4 601 000 ლარი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს 2 059 000 ლარი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1 750 000 ლარი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 3 170 000 ლარი;
წალკის მუნიციპალიტეტს 1 270 000 ლარი;
ხაშურის მუნიციპალიტეტს 2 195 000 ლარი;
კასპის მუნიციპალიტეტს 830 000 ლარი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტს 950 000 ლარი;
ადიგენის მუნიციპალიტეტს 380 000 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტს 1 185 000 ლარი;
ასპინძის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი;
საჩხერის მუნიციპალიტეტს 1 110 000 ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტს 444 000 ლარი;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 3 130 000 ლარი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტს 2 160 000 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტს 4 480 000 ლარი;
ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 705 000;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 545 000 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 625 000 ლარი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტს 1 105 000 ლარი;
სამტრედიის მუნიციპალიტეტს 1 785 000 ლარი;
ხონის მუნიციპალიტეტს 330 000 ლარი;
ხობის მუნიციპალიტეტს – 705 000 ლარი;
მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 475 000 ლარი;
სენაკის მუნიციპალიტეტს 3 920 000 ლარი;
აბაშის მუნიციპალიტეტს 1 440 000 ლარი;
მესტიის მუნიციპალიტეტს 284 000 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 2 500 000 ლარი;
ქარელის მუნიციპალიტეტს 200 000 ლარი.