სტიქიის მეშვიდე დღე საქართველოში – იმერეთსა და გურიაში მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სტიქიის მეშვიდე დღე საქართველოში – იმერეთსა და გურიაში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილია. იძულებით იზოლაციაში მოქცეული ხალხი დახმარების მოლოდინშია.
ადგილობრივების თქმით, გზები მოლიპულია და სავალი ნაწილი არ არის გაწმენდილი, რაც ფეხით გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. ბევრ სოფელს ამ დრომე არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი.
5 კილომეტრი გამოვიარეთ ფეხით. ჭირს მოძრაობა, მოყინულია გზა. არ არის წესიერად გაკეთებული. მონგრეულია მთელი გზები. დენი არ არის, არაფერი არ არის ძალიან გაჭირვებაა. ხალხი დადის ტრაქტორებით და დანარჩენი იმტვრევიან. გზა არ არის გაკვალული”, – ამბობს ადგილობრივი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება