სტიქაროსნის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესიაში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს

სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესიაში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა გაიტანეს.
როგორც სტიქაროსანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რამდენიმე წლის წინაც გატეხეს სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, თუმცა შედეგად არავინ დასჯილა. როგორც სტიქაროსანი აღნიშნავს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„შაბათს ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ორი ტაძარია და ორივე ტაძრიდან არის შესაწირი წაღებული. 4-5 წლის წინ, მოოქრული ხატები დალეწეს და წაიღეს. ამჯერად ხატებს არავინ შეხებია, კარებია შემტვრეული და თანხაა წაღებული. პოლიციას ვაცნობეთ. წინა შემთხვევაზეც ვაცნობეთ პოლიციას, თუმცა ვერ გამოიძიეს და დამნაშავეც ვერ გამოავლინეს. არ მაქვს იმედი, რომ ახლა დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება. ახლა დამირეკეს ძაღლიც მოგვყავსო, არ ვიცი, რამდენად მოახდენენ დამნაშავის მოძებნას. გზაზე არის სუპერმარკეტები, წვალების გარეშე შეუძლიათ ამოიღონ კადრები, ნახონ, ვინ არის ამოსული იმ გზაზე“, – აღნიშნავს სტიქაროსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის