სტილისტურად ერთ-ერთი საინტერესო ორთაბრძოლა – თოფურიასა და ჰოლოვეის საჩემპიონო დაპირისპირების წინ

UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას (15-0) 15 ჩატარებული ბრძოლიდან 13 გამარჯვება ნაადრევ ეტაპზე აქვს მოპოვებული, იქიდან 5 ნოკაუტით, 8 მტკივნეული ილეთით. ეს 87 პროცენტიანი, “ფინიშინგის მაჩვენებელია”.
“ქართველ მატადორს” ზუსტად ერთ თვეში, 26 ოქტომბერს, UFC ABU DABI-ზე, ქვემსუბუქი წონის ლეგენდა მაქს ჰოლოვეისთან (26-7) საჩემპიონო ორთაბრძოლა ელოდება. ეს დაპირისპირება UFC-ის გულშემატკივრებისთვის სტილისტურად ერთ-ერთ საინტერესო ბრძოლად არის მიჩნეული, რადგან ილია, რომელიც საოცარი გამთიშველი დარტყმით გამოირჩევა, ხვდება მებრძოლს, რომლის დაძინებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ილია თოფურიამ UFC-ის ქამარი ასევე ლეგენდარულ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (26-4), მეორე რაუნდის ნოკაუტით
მოიპოვა.
Შეგახსენებთ, “ქართველი მატადორი” ეგრედწოდებული POUND-FOR-POUND რეიტინგის მე-4 ნომერია, მახ მხოლოდ ჯონ ჯონსი (27-1), ალექს პერეირა (11-2) და ისლამ მახაჩევი(26-1) უსწრებენ.
ილია თოფურიას გარდა, ამავე რეიტინგს კიდევ ერთი ქართველი “მანქანა” მერაბ დვალიშვილი (18-4) ამშვენებს, რომელიც მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

უფც-ს მიმართ უკვე უფრო დიდი ინტერესია ვიდრე ჩემპიონათა ლიგის მიმართ) ტიპებმა იმდენი ქნეს რო საერთოდ იმის ნახევარიც არ უყურებს უკვე ლიგას და არ აინტერესებთ იმ ბარდაგში რა ხდება. გავარდებზე რო წავა კიდე უყურებს კაცი. ისე მაგას მტერმა უყურა. თოფურიას ჩხუბის მოლოდინში ვარ. დარჩა 1 თვე.