სტივ უოტკოფი – პუტინი რუსეთსა და -ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს

პუტინი რუსეთსა და -ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ათწლეულების განმავლობაში პირველად, ის [პუტინი] რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს. ეს ნათელია“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, კრემლი შთამბეჭდავი ადგილია.
„მასთან ოთხი შეხვედრა მქონდა, ყველა მათგანი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. კრემლს ვეწვიე. ამ მომენტით აღფრთოვანებული ვიყავი. მე ვცდილობ აშშ-ს სახელით სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიო. ამ მომენტის მნიშვნელობა გასაოცარია“, – აღნიშნა უიტკოფმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო შეხვედრა 25 აპრილს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები „კონსტრუქციული იყო და აშშ-სთან პოზიციები დააახლოვეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…