სტივ უიტკოფს მოსკოვში ამ კვირაში ელიან

ამ კვირის განმავლობაში მოსკოვში -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ელიან, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ციტირებს იური უშაკოვს, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ უიტკოფი მეოთხე ვიზიტს გეგმავს რუსეთში.
უიტკოფმა მანამდე სამი ხანგრძლივი შეხვედრა გამართა პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივების შესახებ.
NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს კვირა თეთრი სახლის მიერ განიხილება, როგორც “კრიტიკული” ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად – ტრამპის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ მიატოვებს შუამავლობის როლს, თუ პროგრესი არ იქნება.
-ის დელეგაციას, რომელსაც, სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, ხვალ ლონდონში ელიან ბრიტანელ, ფრანგ და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან სამშვიდობო პროცესის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ფორუმი