სტივ უიტკოფი – ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს

ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
„ჩვენ ფართო მხარდაჭერა გვაქვს, როგორც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისგან, ისე ევროპელებისგან. გეგმას დიდი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, „გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ გეგმა წარმატებული იქნება“.
„ოპტიმისტურად და იმედიანად ვარ განწყობილი. ეს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველი გეგმა“ გამოაქვეყნა. გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს. გეგმის მიხედვით, ომის დასრულების შემდეგ ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.
დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს